07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ბერნარ კაზნევმა დაიკავა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ბერნარ კაზნევმა დაიკავა. შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელად ფრანსუა ოლანდმა დანიშნა და მას ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა.

ელისეს სასახლეს ინფორმაციით, უკვე ყოფილმა პრემიერმა, მანუელ ვალსმა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტს დღეს დილით წარუდგინა.

თანამდებობის დატოვება მან საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყებად გადაწყვიტა. მანუელ ვალსმა საჯაროდ განაცხადა, რომ სოციალისტური პარტიის პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას. შიდაპარტიული არჩევნები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მმართველ გუნდში იანვარშია დაგეგმილი.

დღის ამბები