07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ანგელა მერკელი გერმანიის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა პარტიის თავმჯდომარედ მეცხრედ აირჩია

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა ანგელა მერკელი მეცხრედ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ. ქალაქ ესენში გამართულ პარტიის ყრილობაზე დელეგატების 89,5%-მა მოქმედ ლიდერს დაუჭირა მხარი.

ეს გადაწყვეტილება ანგელა მერკელს საშუალებას აძლევს, გერმანიის კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით იყაროს კენჭი.

სიტყვით გამოსვლისას მერკელმა თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და პირველად დაუჭირა საჯაროდ მხარი მუსლიმთა ტრადიციული სამოსის აკრძალვას.

მისი თქმით, გერმანიაში სახის მთლიანად დაფარვა მიუღებელია და უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს იურიდიულად შესაძლებელია.

კანცლერის განცხადებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. გახშირებული ტერაქტების ფონზე გერმანელების ნაწილი წლებია, ხელისუფლებას ამ აკრძალვის შემოღებას სთხოვს.

დღის ამბები