07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ნიუ-იორკის მერი დონალდ ტრამპის დაცვის ხარჯების დასაფარად 35 მილიონი დოლარის გამოყოფას მოითხოვს

ნიუ-იორკის მერი დონალდ ტრამპის დაცვის ხარჯების დასაფარად 35 მილიონი დოლარის გამოყოფას მოითხოვს. ბილ დე ბლაზიომ თანხების მობილიზებისთვის ბარაკ ობამას ოფიციალური წერილით მიმართა.

მისი თქმით, 8 ნოემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით არჩეული პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვაზე ნიუ-იორკის მერია ზრუნავს და საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხებიც უნდა გამოიყოს.

დონალდ ტრამპი მანჰეტენზე Trump Tower​-ში ცხოვრობს და ოფიციალურ შეხვედრებსაც ამ შენობაში მართავს. 20 იანვრის შემდეგ კი არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში გადაინაცვლებს.

დღის ამბები