07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე.

თუ ელჩები ამჯერად მაინც შეთანხმდებიან, ამ საკითხზე მსჯელობა ხვალ უკვე ევროპარლამენტში  სამოქალაქო თავისუფლებისა და მართლმსაჯულების კომიტეტში გაგრძელდება.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებით უვიზო მიმოსვლა პირდაპირ კავშირშია დროებითი შეჩერების მექანიზმთან და უვიზო მიმოსვლაც ამ მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება.

დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელიც დაესწრება.

„საქართველოს გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ძალაში აუცილებელია შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ეს არის განხილვის ბოლო სტადიაში, თუ როგორ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი,“-აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

დღის ამბები