07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ნატო-ს მინისტერიალი ბრიუსელში - მიხეილ ჯანელიძე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში წევრი ქვეყნების მინისტრებს ხვდება.

მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა ესტონეთის, შვედეთის, საბერძნეთის, ლიტვისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.

„შეხვედრებზე ვიხილავთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ასევე არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას, წევრი ქვეყნების ჩართულობას ამ პაკეტის იმპლემენტაციაში. ძალიან აქტიური წელია მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები