07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში "პარტნიორობა ღია მმართველობის" მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარე საქართველოა. მასში 70 ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მათ სიტყვით მიმართავს გიორგი მარგველაშვილი და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს.

სამიტის მონაწილეები ანტიკორუფციულ და კლიმატის საკითხებზე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებზე იმსჯელებენ.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

„2017 წლიდან საქართველო ხდება თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს სამიტი სწორედ საქართველოში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ სამიტში მონაწილეობას იღებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები. რა საკვირველია პრეზიდენტი წარმოდგენილია და ის იქნება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სწორედაც ერთ-ერთ ლიდერია,“-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთსა და მონაკოში ეკატერინე სირაძე-დელონემ.

დღის ამბები