07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში სამხედროებს ბოლოჯერ მიმართა

ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში სამხედროებს ბოლოჯერ მიმართა. შეერთებული შტატების ლიდერი სიტყვით ფლორიდის ავიაბაზაზე გამოვიდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

ბარაკ ობამას თქმით, მისმა ადმინისტრაციამ შეძლო ალ ქაიდასა და ISIS დასუსტება, თუმცა ტერორიზმი შეერთებული შტატებისთვის კვლავ საფრთხედ დარჩება.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის ღირებულებების დაცვის აუცილებლობას და პირობა დადო, რომ პატიმართა წამების პრაქტიკა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის სპეცსამსახურის გამოძიებებს უკავშირდება, აღარ აღდგება.

დღის ამბები