07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე გენერალი ჯეიმს მატისი ოფიციალურად წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფორტ ბრეგის სამხედრო ბაზასთან ახლოს გამართულ შეხვედრაზე სამხედრო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად წარადგინა თავდაცვის მდივნის პოსტზე გენერალი ჯეიმს მატისი და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეეცდება უცხო ქვეყნის კონფლიქტებში ინტერვენციის თავიდან აცილებას და მთელ ძალისხმევას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს განადგურებისკენ მიმართავს.

დონალდ ტრამპი მთავრობის ხარჯების შემცირების ინიციატივითაც გამოვიდა და ბოინგთან პრეზიდენტისთვის ახალი თვითმფრინავების შეკვეთის გაუქმებას გეგმავს.

დღის ამბები