07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ალეპოს დასავლეთ რაიონში, ამბოხებულების მიერ განხორციელებულ საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

რუსი პოლკოვნიკი სირიაში სამხედრო მრჩევლად მუშაობდა. პარალელურად, სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს. ამბოხებულებმა უკან ორდღიანი ინტენსიური შეტევის შემდეგ დაიხიეს და ძველი ქალაქის ტერიტორია დატოვეს.

ოპოზიციის მებრძოლები ამ რაიონს 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. გუშინდელ ავიაიერიშებს ქალაქში 15 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები