07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანის სტატუსი დონალდ ტრამპს მიანიჭა

ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანი დაასახელა და ეს სტატუსი დონალდ ტრამპს მიანიჭა. გამოცემის გარეკანზე ამერიკის 45 პრეზიდენტის ფოტოს ქვეშ გაკეთებულია წარწერა - ამერიკის დაყოფილი შტატების პრეზიდენტი.

ჟურნალში დონალდ ტრამპის შესახებ სტატიაც დაიბეჭდა. რედაქციის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.

TIME-ის წლის ადამიანის სტატუსის პრეტენდენტებს შორის იყვნენ ჰილარი კლინტონი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ბიონსე და მარკ ცუკერბერგი.

დღის ამბები