07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ბრიტანული მოდის საბჭოს ყოველწლიური ცერემონი - ქართველმა დიზაინერმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

ე.წ. მოდის ოსკარების მისაღებად სფეროს ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ. ბრიტანული მოდის საბჭოს ყოველწლიური ცერემონიის ფავორიტი ჯიჯი ჰადიდი გახდა.

საღამო წარმატებული აღმოჩნდა დემნა გვასალიასთვისაც, რომელიც მეორე წელია ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია. ქართველმა დიზაინერმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. 

ცერემონიაზე საუკეთესო ბრიტანულ ბრენდად ალექსანდრე მაქქუინი დასახელდა, გუჩი კი საერთაშორისო ბიზნეს ლიდერად აღიარეს. მამაკაცის სამოსის წლის საუკეთესო დიზაინერი 30 წლის კრეიგ გრინი გახდა.

დაჯილდოვების ცერემონიაზე 4 ათასამდე საპატიო სტუმარი იყო მიწვეული. 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები