07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დასრულდა

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დასრულდა. მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

განხილული იყო ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის მიმდინარეობა.

შეხვედრაზე ქალაქ მაზარიშარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზეც გამახვილდა ყურადღება.

„ჩვენ ყველა ორმხრივი შეხვედრის დროს მივიღეთ სრული მხარდაჭერა,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები