07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
სათვალეების მინებისგან შექმნილი გული-ქართველი ხელოვანის დევიდ-დათუნას საჩუქარი კომპანია გილეადის ხელმძღვანელობას

კომპანია გილეადის ხელმძღვანელობას, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახორციელებს, ნიუიორკში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა, დევიდ-დათუნამ თავისი ნამუშევარი გადასცა - ეს არის სათვალეების მინებისგან შექმნილი გული, რომლის უკან საქართველოს მოქალაქეების ფოტოებია განთავსებული.

ნამუშევრის ავტორი განმარტავს, რომ საჩუქარი არის მადლიერების სიმბოლო საქართველოს სახელით, ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

ღონისძიება ვაშინგტონში ჩატარდა და მას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ.

„უკვე წელიწადნახევარია ეს პროგრამა მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი განიკურნა C ჰეპატიტისგან, რაც იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობაა ვიდრე წარსულში იყო. ყველა რესურსის გაერთიანება: მთავრობის საქმიანობა, მედიკამენტების დონაცია და ასევე ის დახმარება რასაც ჩვენ ვიწვევთ, ერთობლივად გაზრდის იმ ადამიანების რაოდენობა ვინც გაივლის ტესტირებას, აღმოაჩენს ინფექციას და მიიღებს მკურნალობას. 10-15 წლის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ რომ ცე ჰეპატიტი აღარ წარმოადგენს პრობლემას საქართველოსთვის,“- აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ჯონ ვორდიმ.

დღის ამბები