07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში შესაძლოა მესამე გენერალი მოხვდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში შესაძლოა მესამე გენერალი მოხვდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალს ჯონ კელის შესთავაზა, რომელიც წლების წინ სამხრეთ სამეთაუროს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ცნობით, 66 წლის კელი უკვე დათანხმდა შეთავაზებას.

დონალდ ტრამპმა, რომელსაც არ აქვს სამხედრო გამოცდილება, ადმინისტრაციაში უკვე დანიშნა ორი გადამდგარი გენერალი. ჯეიმს მატისი პენტაგონს უზელმძღვანელებს, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კი მაიკლ ფლინი იქნება.

დღის ამბები