07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ჰამბურგში უთოს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრა იწყება

ჰამბურგში დღეს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრა იწყება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია მიიღებს.

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, გაიმართება შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.

„ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი იქნას მაქსიმალურად აქტიურად განხილული და დაყენებული ყველა შესაძლო ფორმატში, რათა ყველა ის ასპექტი, რომელიც უკავშირდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს უსაფრთხოებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიეცეს მათ შესაბამისი შეფასება. ასევე იქნას მხარდაჭერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება რუსეთის მხრიდან და ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს ეუთოსთან,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები