07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ავიაკატასტროფა პაკისტანში-მიზეზად თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა სახელდება

პაკისტანში ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა სახელდება.

ავიაკომპანია პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ლაინერი ისლამაბადში მიფრინავდა, თუმცა რადარიდან გაუჩინარდა და დედაქალაქიდან 70 კილომეტრის დაშორებით დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 48 ადამიანი.

მათ შორის სამი უცხოელია. ნაპოვნია შავი ყუთი. მას სპეციალისტები სწავლობენ.

დღის ამბები