07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ავიაიერიშებს ერაყის ქალაქ კაიმში 60-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ავიაიერიშებს ერაყის ქალაქ კაიმში 60-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. გავრცელებული ცნობით, დაიბომბა ბაზრის ტერიტორია. სირიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. მათი ცნობით, საჰაერო დარტყმები ერაყის ავიაციას განახორციელა. პარალელურად, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, ერაყის ქალაქ მოსულში საავადმყოფო დაბომბა, რომელსაც ისლამისტები საკუთარ შტაბად იყენებდნენ.

დღის ამბები