07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
"შედეგი თითქმის მიღწეულია"-დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ შეთანხმებას ქართულ ენაზე ეხმაურება

უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია - ამ განცხადებას, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აკეთებს.

ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადება twitter-ზე ქართულ ენაზეა. 

"შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია," - წერს დონალდ ტუსკი.

დღის ამბები