07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით ახალი ფილმის პრემიერა აშშ-ში

ხვალიდან ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში ახალი ფილმი გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ასრულებს.

სურათი კომედიური ჟანრისაა და და-ძმის ოჯახურ ბიზნესზე მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება კორპორატიული საშობაო წვეულების შემდეგ.

ფილმი პირველად ლოს ანჯელესში უჩვენეს, სადაც პრემიერას მსახიობებთან ერთად, რეჟისორებიც დაესწრო. ლოს ანჯელესში ახალი ფილმის კორპორატიული საშობაო წვეულების პრემიერა გაიმართა, რომელშიც 47 წლის ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს.

ახალი ფილმის პრემიერას ლოს ანჯელესში პოპ ვარსკვლავი კეტი პერიც ესწრებოდა, კინომოყვარულები კი კორპორატიული საშობაო წვეულების ნახვას კინოთეატრებში ხვალიდან შეძლებენ.

 

დღის ამბები