07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ანალიტიკოსი ანდრეი ილარიონოვი რუსეთის აგრესიაზე საუბრობს

საქართველოში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა დღეს ანალიტიკოსმა ანდრეი ილარიონოვმა ვაშინგტონის ქეითო ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.

დისკუსიის დროს განიხილავდნენ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ და რა შეცდომები იქნა დაშვებული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თავისუფლების მხრივ რუსეთი ბევრად ჩამოუვარდება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სახელმწიფოებს და აქვს ბევრად უარესი მდგომარეობა, ვიდრე 25 წლის წინ.

ილარიონოვის თქმით, თუ რუსეთის მართვის დღევანდელი სისტემა გაგრძელდება, ის გაგრძელდება ტერორით, აგრესიით და მკვლელობებით.

"მე შევეხები დატერორების საქმეებს არა მხოლოდ რუსეთის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ეს ომებია - არის რამდენიმე ომი ბელორუსთან და უკრაინასთან, კიბერნეტიკული ომი ესტონეთის წინააღმდეგ. 2008 წელს კი იყო ღია, ჩვეულებრივი ომი და აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება. ამის შემდეგ ომი უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის ოკუპაცია და ანექსია. ახლა კი რუსეთი სირიის ომში ჩაერთო. ბოლო 70 წლის მანძილზე მიღებული ცოდნის გათვალისწინებით ვიცით, რომ ეს დასასრული არ არის. თუ ეს სისტემა გაგრძელდება, ის გაგრძელდება ტერორით, აგრესიითა და მკვლელობებით," - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა. 

დღის ამბები