07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ჰილარი კლინტონი ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს

ყალბი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე ისაუბრა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, სენატში გამართულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია ზიანს აყენებს საზოდაგოებას მსოფლიოს არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.

სწორედ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი არასრულწლოვანთა ვაჭრობის დანაშაულებრივ ქსელში იყო ჩართული, რამდენიმე დღის წინ თავდასხმის მიზეზი გახდა ვაშინგტონის ერთ-ერთ პიცერიაში.

ეჭვმიტანილი აცხადებდა, რომ წაკითხული ინფორმაციის მიხედვთ, პიცერიაში დატყვევებული ბავშვების გადარჩენა სურდა.

დღის ამბები