07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
თოვლი და ყინვები მიჩიგანის შტატში - გარდაცვლილია სამი ადამიანი

სამი ადამიანი ემსხვერპლა თოვლსა და ყინვებს შეერთებული შტატების მიჩიგანის შტატში. გარდაცვლილები მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ, სადაც მოყინულ გზაზე ერთმანეთს ათობით ავტომობილი შეეჯახა.

ამჟამად მაგისტრალი ორივე მიმართულებით დახურულია, მეტეოროლოგები კი უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ.

ყინვებია ვაიომინგის შტატშიც, სადაც ტემპერატურა -31 გრადუსამდე დაეცა.

დღის ამბები