07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
პენტაგონის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, სენატმაც დაამტკიცა

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ პენტაგონის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, სენატმაც დაამტკიცა.

დოკუმენტს 92-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგი იყო. 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი 611 მილიარდ დოლარს მოიცავს.

დოკუმენტი პენტაგონს რუსეთთან თანამშრომლობასაც უკრძალავს. სენატორებმა ღია წერილით მიმართეს დონალდ ტრამპს და ურჩიეს მოსკოვთან მიმართებით ხისტი პოზიცია დაიკავოს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სამხედრო ბიუჯეტი ხელმოსაწერად ბარაკ ობამას გადაეგზავნა.

დღის ამბები