07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
გაყინული კონფლიქტები ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას - ჯონ კერი

უკრაინის კრიზისისა და გაყინული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე ილაპარაკა ჯონ კერიმ, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უნდა დასრულდეს ყირიმის ოკუპაცია და კონფლიქტი დონბასში, რომ უკრაინამ ჯანსაღი დემოკრატიზაცია განიცადოს.

ჯონ კერიმ საქართველოც ახსენა და აღნიშნა, რომ გაყინული კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

"კრიზისი უკრაინაში არ არის ერთდერთი, რომლის წინაშეც ვდგავართ. გაყინული კონფლიქტები - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მოლდოვასა და საქართველოში, კვლავ ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეუთოს რეგიონშიც, ბოლო დღეებში ვნახეთ ავტორიტარული აზროვნება, რომელსაც თან ახლავს უკუსვლა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეზღუდვების დაწესება დამოუკიდებელ მედიაზე და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის შემთხვევების ზრდა,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

დღის ამბები