07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ევროპარლამენტში ვიზების შეჩერების მექანიზმზე დებატები 14 დეკემბერს გაიმართება

ევროპარლამენტში ვიზების შეჩერების მექანიზმზე დებატები 14 დეკემბერს გაიმართება, მეორე დღეს კი ევროდეპუტატები დოკუმენტს კენჭს უყრიან. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი Twitter-ის სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. მისივე ცნობით, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე კენჭისყრა იანვარში გაიმართება.

მანამდე რიკარდ ჟოზვიაკმა Twitter-ის ქსელში დაწერა, რომ საქართველომ შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია უკრაინაზე ადრე მიიღოს, რაც ამ ქვეყნებში საჭირო პროცედურების შესრულების სხვადასხვა დონით არის გამოწვეული.

"ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ შეჩერების მექანიზმს პლენალური სესია უყრის კენჭს შემდეგ კვირას, პლენალური ჩანიშნულია სტრასბურგში, 14 დეკემბერს იქნება დებატები და 15 დეკემბერს დილით კენჭის ყრა, ეს არის რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს. პარალელურად, ასევე სტრასბურგში ჩაინიშნება ტრილოგია უკვე საქართველოზე, იქნება შეხვედრა იმაზე, რომ შეთანხმდეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის ტექსტი,“ - განაცხადა ბელგიასა და ლუქსემბურგში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ.

დღის ამბები