07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ლიტვის პროკურატურამ გაათავისუფლა

საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ლიტვის პროკურატურამ გაათავისუფლა, ამის შესახებ სამართალდამცველთა ლიგა საუბრობს.

ზაზა ჭაიას თქმით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ ცნობები მაისურაძის ტერორისტულ საქმიანობაზე. მაისურაძე ამჟამდ ლიტვაში იმყოფება და რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.

სამართალდამცველთა ლიგა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლიტვაში საქართველოს საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი რუსეთის მოთხოვნით 3 დეკემბერს ლიტვაში დააკავეს. რუსეთს ის, ტერორიზმის ბრალდებით, ძებნილთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.

დღის ამბები