07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
აშშ-ში რუსეთის კიბერთავდასხმებს სრულად შეისწავლიან

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მიერ კიბერთავდასხმების სრული შესწავლის ბრძანება გასცა.

განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი სამომავლოდ მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება იქნება.

საარჩევნო პერიოდში რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში. მთავარი სამიზნე დემოკრატიული პარტიის სერვერები იყო. თუმცა ამ ბრალდებებს მოსკოვში კატეგორიულად უარყოფდნენ.

 

დღის ამბები