07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები რუსეთს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზნით ჩარევაში ადანაშაულებენ

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები რუსეთს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზნით ჩარევაში ადანაშაულებენ. 

ამის შესახებ საუბარია საიდუმლო ანგარიშში, რომელიც სპეცსამსახურებმა სენატორებს წარუდგინეს.

ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გამოცემები წერენ, რომ საარჩევნო პერიოდში კრემლთან დაკავშირებული პირები ვიკილიქსს დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერული გზით მოპოვებულ ათასობით წერილს აწვდიდა.

ინფორმაცია უკვე უარყვეს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გარემოცვის წევრებმა.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მიერ კიბერ-თავდასხმების სრული შესწავლის ბრძანება გუშინ ბარაკ ობამამაც გასცა.

დღის ამბები