07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ეუთოს მინისტრთა საბჭოზე უკრაინის შესხებ დეკლარაციის მიღება რუსეთმა დაბლოკა

ჰამბურგში ეუთოს წევრი ქვეყნების ორდღიანი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისიც იყო. სხდომის დასასრულს მინისტრთა საბჭო უკრაინის შესახებ დეკლარაციის მიღებას გეგმავდა, თუმცა ის, უკრაინის დელეგაციის ცნობით, რუსულმა მხარემ დაბლოკა.

უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას გეგმავს ევროკავშირიც. გავრცელებული ცნობით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ევროკავშირის ლიდერები 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ.

დღის ამბები