07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
გაერო სირიაში საბრძოლო მოქმედებებისა და ალეპოს ბლოკადის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

გაერო სირიაში საბრძოლო მოქმედებებისა და ალეპოს ბლოკადის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამ საკითხზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

კანადის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 13, მათ შორის რუსეთი, ბელორუსი, ირანი და სირია, 36-მა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, კონლიქტის მონაწილე მხარეებმა კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული წვდომა უზრუნველყონ. 

სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს აღმოსავლეთ რაიონების 85%-ს აკონტროლებს. 

დღის ამბები