07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს. სპეცრაზმელებმა შესაძლო თავდასხმაზე რეაგირებაში ივარჯიშეს.

სწავლებას, რომელიც ევროპული საბჭოს შენობაში გაიმართა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

წვრთნაში ფრანგი, ბელგიელი, ჰოლანდიელი და სლოვაკი სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ, მისი მიზანი კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა. 

დღის ამბები