07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო ნაძვის ხე გაანათეს

ვატიკანში საშობაო სეზონის დაწყება აღნიშნეს. წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო ნაძვის ხე გაანათეს. 25 მეტრის სიმაღლის ნაძვი ვატიკანში იტალიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ჩაიტანეს.

განათების ცერემონიის პარალელურად, წმინდა პეტრეს მოედანზე შობის სცენაც დადგეს, რომელიც წელს მალტაში დამზადდა.

ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის არ იყო პაპი ფრანცისკე. ის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 24 დეკემბრის ღამეს საშობაო მესას გაუძღვება. 

დღის ამბები