07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
აშშ სირიაში დამატებით სამხედრო ძალას აგზავნის

შეერთებული შტატები სირიაში დამატებით სამხედრო ძალას აგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ბაჰრეინის დედაქალაქში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ეშტონ კარტერის თქმით, სირიაში კიდევ 200 ამერიკელი სამხედრო გაემგზავრება. ისინი ქურთ და არაბ მებრძოლებს დაეხმარებიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქ რაქადან რადიკალების განდევნას ცდილობენ.

სირიაში ამ დროისთვის 300-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომელიც ისლამისტებთან მებრძოლ ჯგუფებს წვრთნიან.

პენტაგონის ხელმძღვანელის შეფასებითვე, სირიის მთავარმა მოკავშირე რუსეთმა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მხოლოდ გაამწვავა.

დღის ამბები