07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
პარიზში აშშ-ის, ევროპისა და არაბული ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები სირიის კრიზისზე მსჯელობენ

სირიის კრიზისს პარიზში განიხილავენ. საფრანგეთში შეხვედრაში შეერთებული შტატების, ევროპისა და არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.

მოლაპარაკების დროს მოქალაქეების დაცვის გზებსა და ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

შეხვედრას ესწრება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც, რომელმაც ალეპოს კონფლიქტს "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი" უწოდა. 

დღის ამბები