07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
დრეზდენში სექტემბერში მოწყობილი თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა დრეზდენში სექტემბერში მოწყობილი თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

გამოძიების ვარაუდით, სწორედ დაკავებულმა აამოქმედა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები მეჩეთთან და საერთაშორისო ცენტრთან, სადაც გერმანიის გაერთიანების წლისთავი უნდა აღენიშნათ.

ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ანტიისლამური მოძრაობა პეგიდას წევრია.

ტერაქტი აღკვეთეს ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმაც. ტერორიზმის ბრალდებით მათ ქალაქ როტერდამში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, სახლის ჩხრეკისას კი კალაშნიკოვი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

დღის ამბები