07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
5 გარდაცვლილი, 20-მდე დაშავებული და დამწვარი სახლები - ბულგარეთში მატარებელი აფეთქდა

5 ადამიანი ემსხვერპლა სარკინიგზო კატასტროფას ბულგარეთში. თხევადი გაზით დატვირთული მატარებელი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც ცისტერნების ნაწილი აფეთქდა.

შედეგად 20-ზე მეტი შენობა დაიწვა, ასევე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანიც. შემთხვევის ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შემთხვევის ადგილზე ქვეყნის პრემიერი და ტრანსპორტის მინისტრიც მიემგზავრებიან.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები