07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გაგრძელებას გეგმავს

საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ემხრობა.

ეს საკითხი პრეზიდენტის სასახლებში გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე განიხილეს, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე პრემიერის რანგში მონაწილეობდა.

ბერნარ კაზნევის თქმით, პარიზის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო ზომები მომავლი წლის ზაფხულამდე უნდა გაგრძელდეს, რომ საარჩევნო წელიწადი ქვეყანაში დაცული იყოს.

მთავრობის გადაწყვეტილებას საფრანგეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს.

დღის ამბები