07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
კოლუმბიის პრეზიდენტს მშვიდობის დარგში ნობელის ჯილდო გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს კოლუმბიის პრეზიდენტს ჯილდო გადასცეს. ცერემონია, ტრადიციულად, ოსლოს მერიის შენობაში გაიმართა და მას ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ნობელის კომიტეტის შეფასებით, ხუან მანუელ სანტოსმა ქვეყანაში 50-წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულებლად გადამწყვეტი ძალისხმევა გამოიჩინა.

ჯილდოს მიღების შემდეგ კოლუმბიის პრეზიდენტმა აუდიტორიას სიტყვითაც მიმართა და მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას ზეციური საჩუქარი უწოდა. 

პრემიის თანხას, 8 მილიონ შვედური კრონს კი, ის სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებულებს გადასცემს.

დღის ამბები