07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
სტამბოლში მომხდარი აფეთქებისას ქართველები არ დაშავებულან

სტამბოლში მომხდარი აფეთქებისას ქართველები არ დაშავებულან, -  ამის  შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.   

სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. 

დღის ამბები