07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" აქციის დროს დაკავებულების ადმინისტრაციულ სასჯელზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რუსთაველის გამზირზე ეთრი ხმაურის აქციის დროს დაკავებულების ადმინისტრაციულ სასჯელზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაზე სამართალდამცავებმა გუშინ აიყვანეს. პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს - სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, რაც რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის შერბილებას და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ.

აქციამ მოგვიანებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს.

წინასწარი მოთავსების იზოლატორში ისინი მისმა ადვოკატებმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

დღის ამბები