07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ტრაგედია ნიგერიაში - ეკლესიის ჩამონგრევას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ქალაქ უიოში ახალაშენებული ეკლესია ჩამოინგრა, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ნანგრევებში შესაძლოა ათობით ადამიანი იყოს მოყოლილი.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ტაძარში ასობით მორწმუნე სასულიერო პირის კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად შეიკრიბა. არ არის გამორიცხული, რომ ნგრევის მიზეზი სამშენებლო წესების დარღვევა გამხდარიყო.

ოფიციალური პირების ინფორმაციით ეკლესიის მშენებლობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა, რადგან სამუშაოები სწორედ ამ ცერემონიის ჩასატარებლად უნდა დასრულებულიყო.

დღის ამბები