07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას, რომელიც დოლმაბახჩეს მეჩეთთან იმართება, თურქეთის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

გუშინდელი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კი 155 დაშავებულს მკურნალობენ, აქედან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ორი ძლიერი აფეთქება ბეშიკტაშის სტადიონთან გუშინ ღამით, საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან, დაახლოებით, ორ საათში მოხდა. იმ დროს ტერიტორიაზე გულშემატკივრები აღარ იმყოფებოდნენ.

გამოძიების განცხადებით, ტერაქტი სამართალდამცველების წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ავტომობილი პოლიციის ავტობუსთან აფეთქდა. გარდაცვლილთაგან უმეტესობაც პოლიციის ოფიცერია.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გამოძიება ქურთ სეპარატისტებისა და ისლამური სახელმწიფოს კვალის დადგენაზე მუშაობს. აფეთქებების შემდეგ ძალოვანებმა 10 ეჭვმიტანილი დააკავეს.

მომხდარის გამო თურქეთში ერთ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები