07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქში ტერაქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი აფეთქება კაიროში ქრისტიანების საკათედრო ტაძრის შესასვლელთან მოხდა, არის მსხვერპლიც. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, 35 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება ეკლესიასთან ორი დღის წინ მომხდარ აფეთქებებთან იყოს კავშირში.

9 დეკემბერს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად კაიროში 7 სამართალდამცველი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ტერაქტების სერიაზე რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო.

დღის ამბები