07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
რუმინეთი პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევს

რუმინელები დღეს პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ორპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 პოლიტიკური ძალა იბრძვის. მოსახლეობამ 466 დეპუტატი უნდა აირჩიოს.

ამ დროისთვის, ქვეყნის სათავეში ტექნოკრატების მთავრობა დგას, რომელიც 2015 წელს პრემიერ ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

პონტა იძულებული გახდა მთავრობის სრული შემადგენლობით გადამდგარიყო იმ მასობრივი აქციების ფონზე, რომლებმაც ქვეყანა ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შემდეგ მოიცვა.

ექსპერტების პროგნოზით სოციალ-დემოკრატებს გამარჯვების და მომავალი მთავრობის ფორმირების დიდი შანსი აქვს. მათი ძირითადი კონკურენტი კი პრეზიდენტის ნაციონალურ-ლიბერალური პარტიაა.

დღის ამბები