07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბობ დილანი "შვედეთის სამეფო აკადემიას" მადლობას უხდის

ბობ დილანმა შვედეთის სამეფო აკადემიას ნობელის პრემიისთვის მადლობა გადაუხადა. ლეგენდარული პოეტი და მუსიკოსი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. მან სტოკჰოლმში ღია წერილი გაგზავნა, რომელიც ლაურეატებისთვის გამართულ სამეფო ბანკეტზე შვედეთში შეერთებული შტატების ელჩმა წაიკითხა.

წერილში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნა როგორიც კიპლინგი, კამიუ და ჰემინგუეი იყვნენ. ბობ დილანი აღნიშნავს, რომ არ ელოდებოდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში ლიტერატურულ თვისებებზე მეტად ის აღელვებდა, თუ რამდენად სწორად ჩაწერენ მის სიმღერას.

დღის ამბები