07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის განცხადებით, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

ირაკლი ასაშვილის თქმით, საკონსულოს ცხელ ხაზზე შემოსული ზარები ძირითადად გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

კონსული მოქალაქეებს ურჩევს აეროპორტამდე მისასვლელად 1-2 საათით მეტი გათვალონ, რადგან ათათურქის შესასვლელთან ამ დროისათვის დიდი რიგია და კონტროლს ყველა მანქანა გადის.

შეგახსენებთ, რომ ორი ძლიერი აფეთქება ბეშიქტაშის სტადიონთან გუშინ ღამით, საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან, დაახლოებით, ორ საათში მოხდა. დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კი 155 დაშავებულს მკურნალობენ, აქედან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები