07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ტერაქტი სტამბოლში - სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საქმეზე  გამოძიებას ამ დროისთვის 12 ადამიანი ჰყავს დაკავებული. 

დღეს ბეშიქტაშის სტადიონთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მოსახლეობამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. 

ორი ძლიერი აფეთქება ბეშიქტაშის სტადიონთან გვიან ღამით, ფეხბურთის მატჩის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციის ავტობუსის მახლობლად ჯერ დისტანციურად მართვადი მოძრავი ავტომობილი აფეთქდა, დაახლოებით, ერთ წუთში კი ადგილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

იმ დროს ტერიტორიაზე გულშემატკივრები აღარ იმყოფებოდნენ. მოედანთან მხოლოდ სამართალდამცველები რჩებოდნენ, რომლებიც მატჩის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავტორები: თეა თეთრაშვილი, ლაშა კვესელაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები