07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სტამბოლში მომხდარი ტერაქტი - "პოსტსკრიპტუმი" შემთხვევის ადგილიდან

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. დღეს ბეშიქტაშის სტადიონთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ აფეთქების შედეგად გარდაცვლილ პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. 

ორი ძლიერი აფეთქება ბეშიქტაშის სტადიონთან ფეხბურთის მატჩის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციის ავტობუსის მახლობლად ჯერ დისტანციურად მართვადი მოძრავი ავტომობილი აფეთქდა, დაახლოებით, ერთ წუთში კი ადგილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. იმ დროს ტერიტორიაზე გულშემატკივრები აღარ იმყოფებოდნენ. მოედანთან მხოლოდ სამართალდამცველები რჩებოდნენ, რომლებიც მატჩის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

ტერაქტის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

პასუხისმგებლობა ტერაქტზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საქმეზე გამოძიებას ამ დროისთვის 13 ადამიანი ჰყავს დაკავებული. 

ავტორი: ლაშა კვესელაძე,

ამავე თემაზე
დღის ამბები