07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ტერაქტი სტამბოლში - ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გახსნილია

ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აღარ არის და იქ სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგენილია, თუმცა ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა 13 ეჭვმიტანილი დააკავეს.

სტამბოლის საავადმყოფოებში ამ დრომდე აფეთქების დროს დაშავებული ათობით ადამიანი რჩება. პრეზიდენტის შემდეგ, ისინი ქვეყნის პრემიერმინისტრმაც მოინახულა.

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ქურთების თავისუფლების ქორებმა თავდასხმიდან მეორე დღეს აიღეს. ქურთების მუშათა პარტიასთან ასოცირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ წერილობითი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ თავდასხმის სამიზნე არა თურქი ხალხი, არამედ სამართალდამცველები იყვნენ.

თავდასხმა შაბათს ღამით, საფეხბურთო მატჩის დასრულებიდან 2 საათში მოხდა. თავდასხმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა და ტერორიზმისა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს. 

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები