07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
სენატორები აშშ-ის საარჩევნო პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამოძიებას ითხოვენ

დემოკრატი სენატორები შეერთებული შტატების საარჩევნო პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამოძიებას მოითხოვენ.

სენატის უმცირესობის ლიდერის შაკ შუმერის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ძიების დაწყებაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პოზიციები განსხვავდება, ორპარტიული მოკვლევის საჭიროებაზე მეტყველებს.

ანალოგიური განცხადება გააკეთეს რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრეჰემმა, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. 

დღის ამბები